ზვიად კუპრავამ და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებიან მანეკენი მიიტანეს
ზვიად კუპრავამ და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებიან მანეკენი მიიტანეს

ზვიად კუპრავამ და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებიან მანეკენი მიიტანეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ამ ფორმით საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის არჩევა გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, გენპროკურორის არჩევის პროცესი ფორმალური იყო.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, საზოგადოებამ ნახა, რა ფარსი იყო გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესი.

მისი განცხადებით, ახლაც ფორმალურ პროცესს წარმართავენ, როცა საპროკურორო საბჭო შოთაძის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

„ეს მონა წავიღეთ პარლამენტში. პარლამენტის კანცელარიამ ის არ ჩაიბარა და იძულებული გავხდით გვეთრია და მოგვეთრია აქამდე, როგორც მონას მივაბამთ პარლამენტის შენობის წინ“, – განაცხადა კუპრავამ.