ზვიად კუპრავა ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეს პირველი არხიდან დაუკავშირდნენ

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეს პირველ არხზე მისვლა სთხოვეს.

პირველი არხის ჟურნალისტმა გურამ როგავამ ამ კითხვით მიმართა ზვიად კუპრავას, თუმცა კუპრავა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირ ეთერში არ იყო, კარავში შებრუნდა.

რამდენიმე წუთში კარავთან პირველი არხის ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის აპარატურით მივიდა, თუმცა კუპრავა ამ დრომდე კარვიდან არ გამოსულა.

კარავთან მყოფი პირები აცხადებენ, რომ თათბირი მიმდინარეობს, რომელიც 10-15 წუთს გაგრძელდება.

პირველი არხი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ფილმი, რომელზეც ზვიად კუპრავა საუბრობს, მზა სახით არ არსებობს.