ზვიად კუპრავა - მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები 
ზვიად კუპრავა - მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები 

ზვიად კუპრავა პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მივიდა.

აქციაზე პარტიების მიმართ გაკეთებული მოწოდების შემდეგ, რომ ხვალ აქციაზე თავიანთი მხარდამჭერები გამოიყვანონ, კუპრავა ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ ედპ-ს ოფისში ელოდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, ემხრობა თუ არა ამ პოზიციას ზაზა სარალიძეც, კუპრავა პასუხობს:

„მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, „ზაზა სარალიძე რჩება კარავში“.