ზვიად კუპრავა - არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ჩვენი ადგილსამყოფელი, წამიყვანენ ციხეში, ვიბრძოლებ ციხიდან
ზვიად კუპრავა - არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ჩვენი ადგილსამყოფელი, წამიყვანენ ციხეში, ვიბრძოლებ ციხიდან

ჩვენ ვიბრძოლებთ ყველგან, სადაც ვიქნებით, წამიყვანენ ციხეში, ვიბრძოლებ ციხიდან, – ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემლობისთვის აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეეცვალა.

„დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ვიბრძოდი ბოლომდე, უკომპრომისოდ. რაც შეეხება ბრალს და განაჩენს, რომელიც დააყენა ივანიშვილმა და გახარიამ, მათ ტყუილად ჰგონიათ, რომ რამე შვებას იგრძნობენ ამით.

არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ჩვენი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველგან, სადაც ვიქნებით. წამიყვანენ ციხეში, ვიბრძოლებ ციხიდან. აქ ვდგავარ?! ვიბრძვი აქედან და ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოშორდება ამ ქვეყანას“,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.