ზვიად კუპრავა – ამ გზაზე სალომე ზურაბიშვილი თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ გახდეს, ახალგაზრდებო

18:56, 14.12.2024

ამ გზაზე სალომე ზურაბიშვილი თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ გახდეს, ახალგაზრდებო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზვიად კუპრავა წერს, მოქალაქეები ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად.

„სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ გახდეს, ახალგაზრდებო. არ დაუშვათ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც დღეს „პროცესების ლიდერია“ 30 დეკემბერს პროცესების გულშემატკივარი გახდეს. ამიტომ, ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ გვინდა გამარჯვება და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ზვიად კუპრავა.

მსგავსი