ზვიად კორძაძე - გახარიას მუქარის წერილზე ბრიტანეთში ექსპერტიზა არ დასრულებულა
ზვიად კორძაძე - გახარიას მუქარის წერილზე ბრიტანეთში ექსპერტიზა არ დასრულებულა

გახარიას მუქარის წერილზე ბრიტანეთში ექსპერტიზა არ დასრულებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, კიდევ რა ვადა სჭირდება ექსპერტიზას.

„ექსპერტიზა გრძელდება, ეს ნიშნავს იმას, რომ პასუხი არ მიგვიღია, ეს ნიშნავს იმას, რომ შედეგი გვექნება. რომ არ ყოფილიყო ექსპერტიზის საფუძველი, აქამდე დაბრუნებული იქნებოდა უარით, ასე რომ ველოდებით პასუხს“, – განაცხადა კორძაძემ.

საუბარია რამდენიმე თვის წინ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, პარლამენტში მან განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ შუამავლის მეშვეობით მუქარის წერილი გაუგზავნა. ხაზარაძემ ამ წერილის ასლი პროკურატურასაც გადასცა. საგამოძიებო უწყებამ წერის ნაბეჭდი ე.წ. დოკუმენტი უწოდა, რომელსაც არანაირი მაიდენთიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია, შესაბამისად, პროკურატურის 6 მარტს გაკეთებული განცხადების მიხედვით, წერილზე მოკვლევა ვერ ჩატარდება.