ზვიად კორძაძე - არ შეიძლება ვთქვათ, რომ მართლმსაჯულება ნახევრად კარგი გვაქვს, მართლმსაჯულება არის, ან არ არის
ზვიად კორძაძე - არ შეიძლება ვთქვათ, რომ მართლმსაჯულება ნახევრად კარგი გვაქვს, მართლმსაჯულება არის, ან არ არის

„არ შეიძლება ვთქვათ, რომ მართლმსაჯულება ნახევრად კარგი გვაქვს, მეოთხედად კარგი გვაქვს, 60 პროცენტი გვაქვს. მართლმსაჯულება ან არის, ან არ არის“, – ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, 2018 წლის უზენაესი სასმართლოს ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროგრესი, სასამართლო სისტემაში, კვლავ რჩება გამოწვევები.

„არის საქმეები, როდესაც აშკარად იგრძნობა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, განსაკუთრებით, თუ დიდი ინტერესები ეჯახება ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გაზრდილია სასამართლოს დამოუკიდებლობა სისხლის სამართლის კუთხით გამამართლებელი განაჩენების გამოტანის დროს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი. არ შეიძლება ვთქვათ, რომ მართლმსაჯულება ნახევრად კარგი გვაქვს, მეოთხედად კარგი გვაქვს, 60 პროცენტი გვაქვს. მართლმსაჯულება ან არის, ან არ არის.
ვიდრე მე კმაყოფილი არ ვიქნები, როგორც მომხმარებელი მართლმსაჯულების, შემიძლია ვთქვა, რომ მართლმსაჯულება კარგი არ არის“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.