კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზე იმყოფება
კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზე იმყოფება

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გამოკითხვაზე იმყოფება. ზვიად გელბახიანი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

მისთვის უცნობია, რას უკავშირდება გამოკითხვაზე დაბარება.

დაბარებების სერია გრძელდება შსს საკმაოდ არაკოორდინირებულად მოქმედებს. გუშინ მოხდა კომიკური ფაქტი, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კლუბი გაიხსნებოდა, შეგვეძლებოდა შესვლა. ბუნებრივია, ეს შევაფასეთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ ზუსტად 15 წუთში დაგვირეკეს, რომ კლუბის გახსნა გადაიდო და მე დაბარებული ვარ დაკითხვაზე. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება „ბასიანის“ გახსნაზე, ერთი მხრივ, შსს მინისტრი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში გაიხსნება, თუმცა მოადგილე ამბობს, რომ გაიხსნება ორ-სამ კვირაში. კლუბის გახსნა არ არის დაკავშირებული აქციებთან, უბრალოდ ეს არის ნერვების თამაში. ჩვენი ვარაუდია, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა ჩვენი ბრძოლა შეჩერდეს“, – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.