ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ
ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ. როგორც ცოტნე გამსახურდია აცხადებს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

„თუ გამოძიება ამ.ხუთ წელშიც ისე წარიმართა, როგორც ეს წლების წინ იყო, მაშინ შედეგი გვექნება ისევ ნულოვანი. ვთხოვთ მთავარ პროკურორს და ამის შესახებაც ვაცნობებთ, რომ საქმეზე დაინიშნოს ოჯახის და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორი, რომელსაც რა თქმა უნდა შესაბამისი კვალიფიკაცია ექნება. ჩვენ რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით არ დავასახელებთ. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა ეფექტური მუშაობა“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს.