ზვიად ფხაკაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხება მოწმე, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს
ზვიად ფხაკაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხება მოწმე, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს გამომძიებლები და კონფლიქტში მომაწილე მოზარდი დაიკითხება.

პროკურორის ინფორმაციით, დაიკითხება მოწმე, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით.

საქმეზე თითქმის ყველა მოწმე დაკითხულია. მთავარი საგამოძიებო უწყება მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს.

„დღეს დაიკითხება ბრალდების მხარის მოწმეები. 18:00 საათამდე გაგრძელდება სხდომა. ერთი მოწმე უშუალოდ იყო იქ და მონაწილეობდა კონფლიქტში. დაიკითხება ორი გამომძიებელი, რომლებიც საქმეში იყვნენ. რამდენიმე პირი, რომლებმაც წინმსწრები ინფორმაცია იციან მომხდარ კონფლიქტთან. ზოგი მათგანი იყო შემთხვევის ადგილზე, ზოგი მათგანი არა. მოწმეთა ვინაობის კონკრეტიზაციისგან თავს ვიკავებ“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.