ზვიად ძიძიგური - თუ კახა კალაძე არგუმენტირებულად წარმოადგენს, რაში უნდა დაიხარჯოს გაზრდილი ბიუჯეტი, ამაზე მსჯელობა მთავრობაში იქნება და გადაწყვეტილებას მიიღებენ
ზვიად ძიძიგური - თუ კახა კალაძე არგუმენტირებულად წარმოადგენს, რაში უნდა დაიხარჯოს გაზრდილი ბიუჯეტი, ამაზე მსჯელობა მთავრობაში იქნება და გადაწყვეტილებას მიიღებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მომხრეა, რომ ის დაპირებები შესრულდეს, რომელიც თბილისელების მიმართ იყო გაცემული.

ჟურნალისტებთან საუბარში ძიძიგური თბილისის მერ კახა კალაძის მოთხოვნას გამოეხმაურა, დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.

„არ ვფიქრობ, რომ თბილისს დიდი ბიუჯეტი აქვს. თუ ბიუჯეტის გაზრდა მოხდება და ქალაქის მერი არგუმენტირებულად წარმოადგენს იმას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს ყველაფერი, ამაზე მსჯელობა მთავრობაში იქნება და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – დასძინა ძიძიგურმა.