ზვიად ძიძიგური - შეწყალება თუ კანონმდებლობით დარეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო
ზვიად ძიძიგური - შეწყალება თუ კანონმდებლობით დარეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო

შეწყალება თუ კანონმდებლობით დარეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეწყალების საკითხზე კონსულტაცია უნდა გაიმართოს.

„კითხვებზე ადრესატი მე არ ვარ, აქტზე ხელი არ მომიწერია, პრეზიდენტი თავად გააკეთებს განმარტებებს. მის განცხადებაში მოვისმინე, რომ პრეზიდენტსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს. შეწყალების აქტი არის ჰუმანური აქტი და ასეთი სახის შეწყალება უნდა იწვევდეს საზოგადოების სრულ თანხმობასა და გამთლიანებას. პრეზიდენტი თავად ხედავს, რომ ასეთი სახის გადაცდომებს შეიძლება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი ნაბიჯები საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. მიმაჩნია, რომ თუ შეწყალება კანონმდებლობით რეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო? კრიტერიუმი იგივეა, რომ ჩარჩოში მოაქციო. რა სახის ურთიერთობა უნდა იყოს პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, ამას ვნახავთ. კონსულტაციები უნდა გაიმართოს, თუმცა რეგულაცია თუ კანონმდებლობით მოხდება, მაშინ შეწყალების აქტი აღარ იქნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

დატოვე კომენტარი