ზვიად ძიძიგური - საქართველოს ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება
ზვიად ძიძიგური - საქართველოს ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალი მთავრობისგან მოლოდინია, რომ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით, ეფექტური და აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, მიმდინარე წლის აპრილში, ქვეყანას 6,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან მსგავსი მაჩვენებელი დიდი ხანია არ ყოფილა.

“ასეთი ზრდა არ გვყოფნის, მოთხოვნა მეტია და ჩვენ ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. მამუკა ბახტაძისგან ახალ პროგრამებსა და ხედვებს ველოდებით. მას ამ თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარი ბანკი აქვს, სადაც იდეები გააჩნია, რომ უმრავლესობას მიაწოდოს, რათა ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ. ასეთი სამთავრობო პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რადგან პარლამენტი ამტკიცებს არა მხოლოდ მთავრობის შემადგენლობას, არამედ სამთავრობო პროგრამას“, – დასძინა ძიძიგურმა.