ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილს კარგი ნერვები აქვს, რაც მომავალ პრეზიდენტს გამოადგება
ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილს კარგი ნერვები აქვს, რაც მომავალ პრეზიდენტს გამოადგება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში ისეთი საშინელი საარჩევნო კამპანია არ ყოფილა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო.

ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შენიშვნების გაზიარებისთვის მზად არის.

„ეს კამპანია არ იყო, ეს ლანძღვა-გინება იყო, რომელიც ოპონენტებმა დაიწყეს და მთლიანობაში, ამ ყველაფერმა აგრესიული კამპანიის ელფერი შეიძინა. მსგავსი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკური კულტურისთვის რაიმის შემმატებელი არ იყო. სალომე ზურაბიშვილმა წონასწორობა შეინარჩუნა, ძალიან მშვიდი და ევროპული კამპანია ჩაატარა. მისი მხრიდან ზომიერების დარღვევა არ ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კარგი ნერვები აქვს, რაც მავალ პრეზიდენტს გამოადგება”, – აღნიშნავს ძიძიგური.

დეპუტატის თქმით, ეუთო-ს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რადგან „საარჩევნო კოდექსი“ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად უნდა შეიცვალოს და ისე უნდა დაიხვეწოს, რომ საუკეთესო ნიშნულს მიუახლოვდეს. „თუ რაიმე იქნება შესაცვლელი, ამაზე მუშაობის დაწყება შესაძლებელია“, – დასძინა ძიძიგურმა.