ზვიად ძიძიგური - სააკაშვილი ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზების მიმართულებით აგრძელებს მუშაობას
ზვიად ძიძიგური - სააკაშვილი ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზების მიმართულებით აგრძელებს მუშაობას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმიანობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს.

ზვიად ძიძიგური ვადამდელი არჩევნების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და ინტერესდება, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ შედეგს აღიარებს თუ არა.

„არჩევნებს რომელ ნაწილში არ აღიარებენ, სადაც 700 ათასი ხმა აიღეს? ამ ნაწილშიც არ აღიარებენ? ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შედეგი აქვთ. თუ არ აღიარებენ, თავის თავს დააბრალონ. უცნაურია, რომ ასეთი შეფასება გააკეთეს. მილიონ 200 ათასი ადამიანი ხახვსა და კარტოფილზე გაყიდულად გამოაცხადო, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. სააკაშვილი მუშაობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

დეპუტატის თქმით, არავითარი გაერთიანება არ არსებობს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სახით ბელადი ჰყავს.

„კონსტიტუციით აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, მთავარია, კანონი არ დაირღვეს და პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართოს. წინასწარ ვიცოდით, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა და იმ ტექსტებით დაიწყებდა საუბარს, როგორც ყოველთვის ლაპარაკობს. ძნელი გამოსაცნობი  არ არის სააკაშვილის ქმედებები და რიტორიკა”, – აღნიშნა ძიძიგურმა.