ზვიად ძიძიგური - „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა
ზვიად ძიძიგური - „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა

„ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

მისი თქმით, პროპორციული სისტემის კონსტიტუციაში ჩაწერა და საზოგადოებისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და ამაზე უარის თქმის გამო მმართველმა გუნდმა პოლიტიკურად უნდა გადაიხადოს.

„პოლიტიკურად გადახდა იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად გაქვს დისკომფორტი და რაღაც ტიპის დაძაბულობა, ხან საკრებულოში, ხან პარლამენტში, ხან პროკურატურასთან და ხან სად. ეს არც ერთი არ იყო და „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დათანხმდეს, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.

„ეს თემა გამორიცხული მგონია, ვინაიდან რა ტიპის რყევები და დისკომფორტიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა იმის გამო, რომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა, ნაკლებად შესაძლებელია, ახლა ამ ინიციატივას ისევ მიუბრუნდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.