ზვიად ძიძიგური - „ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს თავის დროზე დაასახელებს
ზვიად ძიძიგური - „ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს თავის დროზე დაასახელებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ყველა დაინახავს, როგორი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტს მოსახლეობისგან.

ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს თავის დროზე დაასახელებს.

„ამ მიმართულებით ანგარიში ჩასაბარებელი არც მარგველაშვილთან არის და არც სხვა ოპოზიციონერ ძალასთან. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები ერთჯერადად დავტოვეთ, რადგან ეს მარგველაშვილის, ოპოზიციური პარტიების დაჟინებული მოთხოვნა იყო. მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი რომ იყაროს, ეს ძალიან კარგი იქნება და ყველა დავინახავთ, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობისგან. ეს იქნებოდა სრულიად ლოგიკური პასუხი არჩევნების პირდაპირი წესის დატოვებაზე“, – დასძინა ძიძიგურმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.