ზვიად ძიძიგური - ხელისუფლება მოწადინებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს გამჭვირვალე
ზვიად ძიძიგური - ხელისუფლება მოწადინებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს გამჭვირვალე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალიან მნიშვნელოვანია.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში კარგი პირობებია შექმნილი.

„რამდენიმე წლის წინ შევცვალეთ და პერმანენტულად იცვლება საარჩევნო კოდექსში იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი არჩევნები უფრო დემოკრატიული გახდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობაც, პარლამენტიც და მთელი ხელისუფლება მოწადინებულია, არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს გამჭვირვალე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე და ასე შემდეგ. ყველას წარმატებას ვუსურვებ. წინასაარჩევნოდ კარგი პირობებია შექმნილი და ყველას, ვისაც ამბიცია აქვს და არჩევნებში შედეგს აჩვენებს, კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციას კი ნუ დააბრალებენ, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაონ პოლიტიკურად. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა.