ზვიად ძიძიგური -  ჟენევის ფორმატი არის არსებული ერთადერთი ფორმატი, სადაც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე საუბარი შეიძლება
ზვიად ძიძიგური - ჟენევის ფორმატი არის არსებული ერთადერთი ფორმატი, სადაც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე საუბარი შეიძლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ჟენევის დისკუსიების ფორმატის გაძლიერებას მიესალმება.

მისივე თქმით,  ჟენევის ფორმატი არის არსებული ერთადერთი ფორმატი, სადაც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე შეიძლება საუბარი.

„პირად საუბრებში ხშირად მომისმენია დიპლომატებისგან, პოლიტიკოსებისგან, მათ შორის, ოპოზიციოონერებისგანაც, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი თუ უფრო ქმედითი იქნება, ეს საქმეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება.

დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმაზე არის საუბარი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო ქმედითი გახდეს და უფრო მაღლა აიწიოს მისი სტატუსიც და დონეც, სრულიად გაუგებარია ის ხმაური, რომელიც ატყდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ხმაურის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის განცხადებაში იმდენად ბევრი რაციონალური დეტალია ჩადებული, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას,“- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური.