ზვიად დევდარიანი სამართლებრივი ბრძოლის დაწყების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
ზვიად დევდარიანი სამართლებრივი ბრძოლის დაწყების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს

ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც პირველ არხს კომპანია „გაბუნია და პარტნიორებიდან“ აცნობეს, დევდარიანი ბოლო დროს მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

დევდარიანი პრესკონფერენციას ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამართავს.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.