ზვერევმა და ციციპასმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს
ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა და გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ზვერევმა ეს ჩემპიონატი 2018 წელს მოიგო, ციციპასმა – 2019 წელს.
ასე რომ, ცნობილია ექვსი ჩოგბურთელი, რომლებიც 15-22 ნოემბერს ლოდონში ითამაშებენ: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), დანილ მედვედევი (რუსეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), დომინიკ ტიმი (ავსტრია), ციციპასი და ზვერევი.
რჩება კიდევ ორი საგზური, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ დენის შაპოვალოვი (კანადა), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) და სხვები.