ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

12:55, 11.02.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების რისკი მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი