ზვავსაშიშროების გამო, გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ზვავსაშიშროების გამო, გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი