ზურიკოს „გამოფხიზლება“ ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო - დავითაშვილი ტურის სიმბოლურში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკოს „გამოფხიზლება“ ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო - დავითაშვილი ტურის სიმბოლურში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ტურის რჩეულებში ცნობილმა გამოცემა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ შეიყვანა.

„შესვენების შემდეგ ზურიკო დავითაშვილის „გამოფხიზლება“ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტულის „არსენალმა“ „ხიმკისთან“ თამაშის შემობრუნება მოახერხა. დავითაშვილი მარცხენა ფლანგზე მაღალი ტემპით დარბოდა და 61-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ფაქტია – დავითაშვილმა ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და „არსენალმა“ ყველა ეს მატჩი მოიგო. როდესაც ზურიკო გამორჩეულია ტულელები 3 ქულას მოიპოვებენ“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ხიმკის“ ეფექტური გოლი გაუტანა, ხოლო 90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბრაიან იდოუ მოედნიდან მასთან უხეშობისთვის გააგდეს. ტულის „არსენალმა“ 2:1 მოიგო, ხოლო რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ პრემიერმა“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ მოგებამ ტულის „არსენალი“ ბოლოსწინა მე-15 ადგილიდან მე-11 პოზიციაზე დააწინაურა.