ზურიკო დავითაშვილი - „ბორდოს“ ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ გუნდში ვითამაშო #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - „ბორდოს“ ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ გუნდში ვითამაშო #1TVSPORT

„ბორდოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლიდერ „ანჟერთან“ გამარჯვების შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა.

ფრანგული მედიის ცნობით, ფინანსური პრობლემების გამო „ბორდომ“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ალბერტ ელისი და ზურიკო დავითაშვილი გაყიდოს.  მწვრთნელმა ალბერტ რიერამ კი ხელმძღვანელობას მათი შენარჩუნება მოსთხოვა. „ბორდოში“ დარჩენის სურვილი ზურიკო დავითაშვილმაც გამოთქვა.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ და ზედიზედ მეორედ მოვიგეთ. თამაშის გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ. მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მოგება დავიმსახურეთ.

მიხარია, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მეტად გუნდის წარმატება მახარებს. ვიცი, რომ ბევრად მეტი შემიძლია და მინდა, უკეთესად ვითამაშო, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წინსვლაში დამეხმარება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს. სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ თებერვალს იხურება. ვიქნები თუ არა შაბათს „ტროასთან?“ „ბორდოს“ ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ გუნდში ვითამაშო. არ ვიცი, ვინ რას ამბობს, ჯერჯერობით „ბორდოში“ ვარ და აქ ყოფნა მიყვარს“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.