ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზვიადაური ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს. ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.