ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ზვიადაური თბილისში დააკავეს.