ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და „ფანჯრების პროექტი“ ქართველი ხელოვანების გამოფენას „სასწაულის ძიებაში“ გამართავს [ფოტო]
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და „ფანჯრების პროექტი“ ქართველი ხელოვანების გამოფენას „სასწაულის ძიებაში“ გამართავს [ფოტო]

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და „ფანჯრების პროექტი“ (Window Project) ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „სასწაულის ძიებაში“ (In Search of The Miraculous) გამართავს.

გამოფენის სათაური ეკუთვნის ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამუშევარს. მხატვარმა ნამუშევრების სერია „სასწაულის ძიება“ ჰოლანდიელ კონცეპტუალისტ ხელოვანს – ბას იან ადერს მიუძღვნა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსით „სასწაულის ძიებაში“ ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა. ამ პერფორმანსის შედეგად, ერთგვარად წაიშალა ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, დემონსტრირება მოხდა ისეთი მოცემულობის, როგორიც არის ძიების, როგორც პროცესის უსასრულობა და რომ თვით ძიების პროცესი ხდება სასწაული, რისკენაც ყოველი ჩვენგანი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისთანავე ისწრაფვის.

ექსპოზიცია მოცემული კონცეფციის ქვეშ აერთიანებს 11 ქართველ ხელოვანს – უტა ბექაია, ლევან ჭელიძე, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, გიორგი ჩხეიძე, ტატო ახალკაციშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, რუსუდან ხიზანიშვილი. მხატვრებს აქ საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ.

გამოფენა 14 თებერვალს გაიხსნება და 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი