ზურაბ წერეთლის მუზეუმი საქველმოქმედო-საგამოფენო პროექტს უმასპინძლებს

16:20, 06.12.2017

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 10 დეკემბერს საქველმოქმედო-საგამოფენო პროექტს LIVE LIFE-ს უმასპინძლებს. პროექტის მიზანია, საზოგადოებისათვის გარემოს პრობლემების წარმოჩენა.

2016-2017 წლებში პროექტი წარდგენილ იქნა ბერლინის, ლონდონის, პარიზისა და მოსკოვის საზოგადოების წინაშე. ექსპოზიციის საფუძველს შეადგენს ფონდ IDEA-ს დამაარსებლის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილის, ლეილა ალიევას ნამუშევრები.

ასევე, ექსპოზიციაზე წარმდოგენილი იქნება ოლეგ ტიმჩენკოს, დავით ალექსიძის, გიგა კობიძის, დავით „დანტე“ მჭედლიშვილის, მარიამ ალაქბარლის, რახიმ ჩოპუროვის, აილალ ჰეიდაროვას, ტიმურ ოზდამიროვის, ნაილა სულთანის და ფიდან ნოვრუზოვას ნამუშევრები.

მსგავსი