ზურაბ თოდუა - მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დამპალი, გახრწნილი, გათახსირებული პოლიტიკური პარტიების ზემოქმედების შედეგად დადგა
ზურაბ თოდუა - მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დამპალი, გახრწნილი, გათახსირებული პოლიტიკური პარტიების ზემოქმედების შედეგად დადგა

გაუგებარია, თუ როგორ ასაბუთებს მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბ თოდუამ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების ზეგავლენის შედეგად არის მიღებული.

„რა მოხდა ამის გასარკვევად გონება უნდა მოვიკრიბო. ეს არის დამპალი, გახრწნილი, გათახსირებული პოლიტიკური პარტიების ზემოქმედების შედეგად დამდგარი განაჩენი. ჩვენ ქვეყანას კიდევ დიდი ხნით მოუწევს ბნელეთში ყოფნა აი ასეთი დეგენერატული პოლიტიკური ძალების გამო. ვიდრე საქმეზე სიმართლე არ დამტკიცდება, არ მოვეშვებით არცერთ შემთხვევაში. ყველამ უნდა აგოს პასუხი, დიდმაც და პატარამაც, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, იმ კაპანაძეებით, ხოშტარიებით, კახიძეებით და „ქართულ ოცნებას“ მიკედლებულმა პოლიტიკურმა ნაძირლებმა. გაუგებარია, რითი ასაბუთებს მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.