ზურაბ სიხარულიძე - საქართველოში დასჯის და კრიმინალიზაციის მთავარი აქცენტი ყოველთვის მომხმარებელზე მოდიოდა, რაც ძალიან ცუდია
ზურაბ სიხარულიძე - საქართველოში დასჯის და კრიმინალიზაციის მთავარი აქცენტი ყოველთვის მომხმარებელზე მოდიოდა, რაც ძალიან ცუდია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უნდა განხორციელდეს, მომხმარებელზეა ორიენტირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კანონი მიღებული არ იქნება, რადგან პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ იღებს, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საქართველოში დასჯის და კრიმინალიზაციის მთავარი აქცენტი ყოველთვის მომხმარებელზე მოდიოდა, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა სიხარულიძემ.

ამ განცხადებით ზურაბ სიხარულიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მართებულია თუნდაც 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის, თუ ტარებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„არასდროს არ ლაპარაკობდნენ გამსაღებლებზე და ტრაფიკზე. თუ 2006 წლიდან დღემდე დასჯის სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე მეტი დასჯილი მომხმარებელია, 273–ე მუხლით და 260–ე მუხლის პირველი ნაწილით. 10 წელიწადია ეს ამბავი ხდება. 2016 წლიდან 260–ე მუხლის რაღაც გამიჯვნა მოხდა და სასჯელი ოდნავ შეიცვალა“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.