ზურაბ სიჭინავა – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 

18:25, 01.08.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმავებით სამუშაოებს, – ამის შესახებ კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, Tristao Da Cunha, პირველ რიგში, შეუდგება ტალღმტეხერის არხის მოწყობის მიზნით დაღრმავებით სამუშაოებს, რისთვისაც დასჭირდება დაახლოებით ერთი თვე, რის შემდეგაც აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის დაღრმავებაზე გადაინაცვლებს.

„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi და ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, – აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, ე.წ. ლენდლორდის პრინციპით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს რამდენიმე სახელმწიფოსთან და პარტნიორ კომპანიასთან ითანამშრომლოს, რაც პორტის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

მსგავსი