ზურაბ რურუა - ვეცდებით ევროპის საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდეთ [ვიდეო] #1TVSPORT
ზურაბ რურუა - ვეცდებით ევროპის საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდეთ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი გამართა, დამარცხდა იტალიასთან, საბერძნეთსა და უნგრეთთან. თუმცა ჩვენი გუნდი პირველობისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობს და მეოთხედფინალში მოსახვედრად რუმინეთის ნაკრებთან იბრძოლებს.

„ჯგუფური ეტაპი დავასრულეთ. უძლიერეს ნაკრებებთან ვითამაშეთ და ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო. ჩვენი ევროპა ახლა იწყება და ვეცდებით, რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ზურაბ რურუამ.

რუმინეთის ნაკრებთან საქართველო 11 იანვარს ითამაშებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება და ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.