ზურაბ პოლოლიკაშვილმა ვისენტე დელ ბოსკე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა
ზურაბ პოლოლიკაშვილმა ვისენტე დელ ბოსკე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა

მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშილი დაესწრო.

დაჯილდოებაზე ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე UNWTO-ს საპატიო ელჩად დაასახელეს. შესაბამისი დოკუმენტი მას ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა.

მადრიდში ტურიზმისთვის რეკორდული, 2017 წელიც შეაჯამეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინდუსტრიაში ზრდამ შარშან 7 პროცენტი შეადგინა. ამასთან, პოლოლიკაშვილის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქვეყნებს შორის ესპანეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და შეერთებულ შტატებს აჯობა. პირველ ადგილზე კი კვლავ საფრანგეთია, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ზურაბ პოლოლიკაშილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას იანვარში ოფიციალურად შეუდგა. მანამდე ის ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო.