ზურაბ პოლოლიკაშვილი - ქვეყნებს შორის სოლიდარობა განსაზღვრავს ერთობლივ პასუხს საერთო კრიზისის მიმართ, ჩვენი ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ ვცდილობთ ტურიზმის აღდგენას
ზურაბ პოლოლიკაშვილი - ქვეყნებს შორის სოლიდარობა განსაზღვრავს ერთობლივ პასუხს საერთო კრიზისის მიმართ, ჩვენი ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ ვცდილობთ ტურიზმის აღდგენას

პანდემიის დასაწყისიდანვე ჩვენი პირველი გზავნილი იყო – „ერთად უფრო ძლიერი ვართ“ და აქ ჩვენი ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ ვცდილობთ ტურიზმის აღდგენას და თავიდან დაწყებას, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის 24-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს პეტერბურგში გამართული ღონისძიების შემდეგ, პანდემიის გამო, პირველად მოხერხდა გლობალური შეკრება.

ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, ქვეყნებს შორის სოლიდარობა განსაზღვრავს ერთობლივ პასუხს საერთო კრიზისის მიმართ.

„მე ვხედავ ბევრ ნაცნობ და ბევრ ახალ სახეს ოჯახში და ჩვენი ტურიზმის ოჯახი ზრდას განაგრძობს. ჩვენ ყველა აქ ვართ ერთი და იგივე მიზეზით, რომ ტურიზმის თავიდან დაწყებას ხელი შევუწყოთ. ეს გენერალური ასამბლეა არის ჩვენი სექტორი, ნამდვილად პირველი გლობალური შეკრება კრიზისის დაწყების შემდეგ.

2018 წელს პეტერბურგში შეკრების შემდეგ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენ ხანს ერთმანეთის ნახვას ვერ შევძლებდით. ასევე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს არ მოხდებოდა მაროკოში. ჩვენ წევრების სახელით, მე მსურს, მადლობა გადავუხადო მაროკოს სამეფოს აქტიური მუშაობისთვის, რომ შექმნა საფუძველი ამ ღონისძიების ჩატარებისთვის.

როგორც დაგპირდით, ბატონო მინისტრო, მსურს, მოვიწვიო ყველა ჩვენი მეგობარი და კოლეგა, რომ უზრუნველვყოთ კიდევ ერთი დიდი ღონისძიების გამართვა. მომავალ წელს ვეცდებით, რომ ეს მოხდეს და რომ დიდი ღონისძიება ჩავატაროთ, რომელიც ტურიზმს მიეძღვნება.

რა თქმა უნდა, მსურს, მადლობა გადავუხადო ესპანეთის მთავრობას, რომ დაგვეხმარა ჩვენი გეგმების განხორციელებაში. შეუძლებელი იქნებოდა რამის გაკეთება ესპანეთის სრული მხარდაჭერის გარეშე. და ეს მარტივი არ იყო. ქვეყნებს შორის ასეთი სოლიდარობა განსაზღვრავს ჩვენს ერთობლივ პასუხს საერთო კრიზისის მიმართ. ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი აფრიკელი კოლეგები ახალი ვარიანტისგან შექმნილ გამოწვევებს უმკლავდებიან.

მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს აფრიკელ მეგობრებს. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაცია პირობას დებს, რომ არავინ არის ჩვენი პასუხის და აღდგენის მიღმა. მე ასევე ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას, რომ სამოგზაურო შეზღუდვები იყოს ყველაზე ბოლო მიზეზი და ყველა მთავრობის მიმართ, რომ გაითვალისწინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა. გაერო-ს მსოფლიო ტურიმზმის ორგანიზაცია არასდროს ყოფილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ასე ახლოს და ვფიქრობ, ძალიან დროულია, რომ გაგრძელდეს ჩვენი მეგობრობა და გამოვიყენოთ ეს მეგობრობა, თანამშრომლობა სექტორის აღდგენისთვის.

მსოფლიოს ყველა რეგიონში ნათლად გამოჩნდა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა: ეკონომიკური ზრდისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ვაჭრობისთვის, ასევე, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტურიზმი მიიღებს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი