ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. საუბარი მდგრადი განვითარების მიზნებს და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა თემებს შეეხო.

გაეროს სპეციალიზებული ორგანოს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ხელმძღვანელად პოლოლიკაშვილი 3-წლიანი ვადით აირჩიეს. მუშაობას ის ოფიციალურად 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. მანამდე კი დიპლომატი ესპანეთში საქართველოს ელჩის პოსტზე აგრძელებს მუშაობას.