ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა

16:42, 23.04.2018

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთში საქართველოს ახალი ელჩი ილია გიორგაძე მიიღო. გიორგაძემ პოლოლიკაშვილს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შტაბ-ბინა მადრიდში მდებარეობს. შესაბამისად, ესპანეთში საქართველოს ელჩი ქვეყანას ამ ორგანიზაციაშიც წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევამდე სწორედ ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო.

 

მსგავსი