ზურაბ პეტრიაშვილის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში #1TVSPORT
ზურაბ პეტრიაშვილის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში #1TVSPORT

საჯარო ბიბლიოთეკაში ზურაბ პეტრიაშვილის წიგნის, „სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო! მუშტად შეკრული ნების“ პრეზენტაცია გაიმართა. ზურაბ პეტრიაშვილი 1990 წლის 15 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომლის შედეგადაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა ფედერაციას გამოეყო.

წიგნში მოთხრობილია, როგორ მოვიპოვეთ საფეხბურთო დამოუკიდებლობა და ამას წინ რა ბრძოლები უძღოდა. წიგნს ერთვის DVD დისკი. მასზე მაყურებელი ნახავს 1990 წლის 15 თებერვლის საფეხბურთო ყრილობას, რომელზეც დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული და ასევე პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩს თბილისის „იბერიისა“ (იგივე „დინამოს“) და ფოთის „კოლხეთს“ შორის. ეს არ არის წიგნი ყრილობის ქრონოლოგიაზე, არამედ გულშემატკივარი ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ამბავს შეიტყობს, თუ რა ბრძოლები მიმდინარეობდა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის, ვინ და როგორ ცდილობდა ხელის შეშლას და ასე შემდეგ.