ზურაბ პატარაძესათან შეხვედრის შემდეგ, სარფის საბაჟოზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ
ზურაბ პატარაძესათან შეხვედრის შემდეგ, სარფის საბაჟოზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ

სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა. პატარაძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თურქეთში, ართვინის გუბერნატორთან შეხვედრაზე გაემგზავრა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დაელოდებიან მოლაპარაკებების შედეგებს და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, მიიღებს თუ არა მათი პროტესტი პერმანენტულ ხასიათს.

სარფის საბაჟოზე დილიდან მოქალაქეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, გაუქმდეს ის რეგულაციები, რომლებიც პირველი იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.

დატოვე კომენტარი