ზურაბ პატარაძე - დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება, დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას
ზურაბ პატარაძე - დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება, დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას

ძალიან ბევრი საკითხი დგას დღის წესრიგში ქვეყნებს შორის, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ვიზიტს დროს, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება კომისიის სხდომა, სადაც დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ იქნება.

„რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს ჩვენს საზღვართან მიმართებაში, ორი წლის წინ ჩატარდა კომისია ქალაქ ბაქოში, იგეგმებოდა მორიგი კომისიის ჩატარება ქალაქ თბილისში, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა კომისიის სხდომის ჩატარებას. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაიმართება მორიგი კომისია, სადაც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყნებს“, – განაცხადა პატარაძემ.