ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, გურიაში გამოკვლეული 127 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, გურიაში გამოკვლეული 127 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

გურიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, ვითარება გურიაში კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„გურიის რეგიონში დაფიქსირდა ერთი დადებითი შემთხვევა 127 ტესტიდან, დანარჩენი უარყოფითია. ველოდებით იმ ტესტების პასუხებს, რომლებიც გუშინ საღამოს არის აღებული და ამ დილით ჩაიდგა კვლევისთვის. რეგიონში ტარდება გრძელდება, როგორც გეგმიური ასევე მიზნობრივი ტესტირება, იმ ჯგუფების რომელიც წარმოადგენს რისკის ზონას. ამ დილიდან, ლაითურის გამშვებ პუნქტზე კვლავ გრძელდება თერმოსკრინინგი და ასევე, ტესტირება.

მოწყობილია პუნქტი ლეღვასა და ნატანებში, რათა გურიაში შემომავალი მანქანები და მგზავრები იყოს თერმოსკრინინგით შემოწმებული“, – განაცხდა ზურაბ ნასარაიამ.