ზურაბ მელიქიშვილი - ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, დავალებით და სიბრიყვით, თავს ესხმის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ
ზურაბ მელიქიშვილი - ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, დავალებით და სიბრიყვით, თავს ესხმის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ

ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, – ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა, მელიას.

როგორც მელიქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმები, რაც პარტიის დასუსტებას ემსახურება.

„ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, ზოგი დავალებით და ზოგი თავის სიბრიყვით თავს ესხმის და მიდიან ყველაფერზე, რათა მთავარი ოპოზიციური პარტია – ენმ დაასუსტონ, დააბნიონ მისი მხარდამჭერები… თუმცა ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა….

ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ. თავისუფლება მიშას“, – წერს ზურაბ მელიქიშვილი სოციალურ ქსელში.