ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოვიგოთ
ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოვიგოთ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნების მოგებას აპირებს, – აცხადებს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

გირჩისთვის“ ეს იყო პირველი არჩევნები. ჩვენ გვაქვს შანსი პირველად გავზომოთ, რამდენი მხარდამჭერი გვყავს. მათ შორის, შევაფასოთ ორი წლის მუშაობის შედეგები. რამდენად სწორია ეს მუშაობა სტრატეგიული თვალსაზრისით. მათ შორის ვნახოთ, ქვეყნის მასშტაბით „გირჩის“ მხარდამჭერების რაოდენობა, როგორ არიან განაწილებული. ვნახოთ, სად უფრო მივაწვდინეთ ხმა, სად ვერ მოგაწვდინეთ. ცხადია, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში, ვიქნებით უფრო აქტიურები, ვიდრე აქამდე. ვაპირებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ იმ არჩევნებში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, „გირჩის“ წევრები კანდიდატთა მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.