ზურაბ ჯაფარიძე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში პროექტის – Change My Mind-ის ქართულ ანალოგს დაიწყებს

09:57, 12.10.2018

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცნობილი პროექტის – Change My Mind-ის ქართულ ანალოგს დაიწყებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, 12:00 საათიდან ზურაბ ჯაფარიძე სტენდით „მე ვარ საუკეთესო კანდიდატი“ იდგება თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შესასვლელთან და ყველას – სტუდენტს, პროფესორსა თუ უბრალო გამვლელს, ვისაც ექნება სურვილი, შეეძლება მასთან მივიდეს და მისი საწინააღმდეგოში დარწმუნება სცადოს.

მსგავსი