ზურაბ ჯაფარიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ზურაბ ჯაფარიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

გირჩის საარჩევნო პროექტის „გადამარწმუნე“ ფარგლებში, ჯაფარიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დებატების რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეკითხვები ძირითადად, განათლების სფეროსთან და პოლიციის შესაძლო რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს მათთვის საინტერესო საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნო.