ზურაბ ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს - ვინც მხარს უჭერს სამხედრო სამსახურის სავალდებულო კომპონენტს, ან არ ესმის საგანი ან მართლა მტრის ინტერესებზე მუშაობს
ზურაბ ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს - ვინც მხარს უჭერს სამხედრო სამსახურის სავალდებულო კომპონენტს, ან არ ესმის საგანი ან მართლა მტრის ინტერესებზე მუშაობს

„მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანს პასუხობს, რომელმაც არ გამორიცხა, რომ „გირჩის“ პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს სამხედრო სავკლადებულო სამსახურისთვის თავი არიდება შეუძლიათ, რუსეთის გეგმის ნაწილი იყოს.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური ძვირი და არაეფექტურია შედარებით ნებაყოფლობით სისტემასთან.

ყველა, ვინც მხარს უჭერს ამ სამსახურის სავალდებულო კომპონენტის შენარჩუნებას, მხარს უჭერს, რომ ღარიბმა ქვეყანამ, რომელსაც ოკუპაციის პრობლემა აქვს, გააგრძელოს ფულის უნიტაზში რეცხვა.

ანუ, ან არ ესმის საგანი (უფრო ზუსტი შეფასებაც შეიძლება) ან მართლა მტრის ინტერესებზე მუშაობს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

თაკო ჩარკვიანმა პარტია „გირჩზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა, „გირჩის“ მიერ მოქალაქეების სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მექანიზმის შემუშავება რუსეთის გეგმის ნაწილი იყოს.

„ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი იაგოსგან, რომ 40 000 კაცი რომ ჰყავთ გათავისუფლებული ჯარიდან ოკუპირებულ საქართველოში და სულ რომ 35 000 ჯარისკაცი ჰყავს, აქ რომ კითხვა რომ არ გაგვიჩნდა, ესენი ვინ არიან, აი, აქ დავუშვით შეცდომა. სად არის გარანტია, რომ ესენი თავიანთი პროგრამით საერთოდაც რუსეთის პროგრამა არ არის, რომ საქართველოს უნდა რომ ოკუპირებულ საქართველოს ჯარი არ ჰყავდეს. ისრაელში გაბედავს იაგოსნაირი ტიპი, რომ შესვლა-გამოსვლაზე იფიქროს და 40 000 ადამიანი ჯარიდან გაათავისუფლოს? შედი რა იაგო, შედი რა“, – მიმართა „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას ჩარკვიანმა.