ზურაბ ჯაფარიძე - სტატიებს უკვეთავენ „ბიბისიზე“, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა
ზურაბ ჯაფარიძე - სტატიებს უკვეთავენ „ბიბისიზე“, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა

დახატეს ხატი რაღაცა სამი მუშკეტერის, სტატიებს უკვეთავენ „ბიბისიზე“, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა და რაღაც სისულელეები, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა საზღვრებს არ ხნის, რადგან ამით ისინი ფულს აკეთებენ.

„მათ ურჩევნიათ, რომ მოსახლეობა ისევ დაპანიკებული ჰყავდეთ, რადგან ამ პანიკაზე მერე პოლიტიკურ დივიდენდებს იწერენ. დახატეს ხატი, რაღაცა სამი მუშკეტერის, სტატიებს უკვეთავენ „ბიბისიზე“, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა და რაღაც სისულელეები. ჩვეულებრივ წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეჟიმში არიან გადასული და დივიდენდებს იწერენ ამაზე, ვითომ რაღაცა კოვიდუსაფრთხო ქვეყანა ვართ, თან ეს კოვიდუსაფრთხოება რაში გვჭირდება თუ მართლა საზღვრებს არ ხსნი, მართლა გაუგებარია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისი“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.