ზურაბ ჯაფარიძე სპორტის სასახლესთან აქცია-პერფორმანსს „გადამარწმუნე“ მართავს
ზურაბ ჯაფარიძე სპორტის სასახლესთან აქცია-პერფორმანსს „გადამარწმუნე“ მართავს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სპორტის სასახლესთან აქცია-პერფორმანსს გადამარწმუნე/Change my mind მართავს.

„საშუალება მივეცი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს აქ სპორტის სასახლეში იკრიბება და სურვილი ჰქონდა, მოსულიყო და ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ მე მჯობია სალომე ზურაბიშვილი. პოლიციელები იყვნენ მოსული. ეშინოდათ, აქ ეყარა მოსაწევიო და მოსაწევს არიგებენო. ვიღაც ქალებმა გაავრცელეს. სალომეს მხარდამჭერებიც მოვიდნენ, სტიკერებიც წაიღეს და გვითხრეს, სინამდვილეში თქვენი მხარდამჭერები ვართო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.