ზურაბ ჯაფარიძე - სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემები ყველამ დაინახა, გარდა მიშას ფანატი, ჯიუტი მორწმუნეებისა
ზურაბ ჯაფარიძე - სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემები ყველამ დაინახა, გარდა მიშას ფანატი, ჯიუტი მორწმუნეებისა

მიხეილ სააკაშვილს სჩვევია, რომ მის გარშემო ყველამ რაღაცა შეცდომა დაუშვა სადღაც, გარდა საკუთარი თავისა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ვანო მერაბიშვილმა შეცდომები დაუშვა და რომ არა გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“.

„კონკრეტულად ვინ რა იცოდა, ამის თქმა მე გამიჭირდება, წარმოდგენა არ მაქვს სინამდვილეში ეგ სისტემა როგორ მუშაობდა, მაგრამ ცალსახად სისტემაში რომ სერიოზული პრობლემები იყო, ეს დაინახა უკვე ყველამ გარდა მიშას ფანატი, ჯიუტი მორწმუნეებისა, რომელთაც მიშასი სჯერათ. მათ გარდა ყველამ გაიაზრა, რომ მაშინ იყო სისტემაში სერიოზული პრობლემები. ეს სისტემა თავისი არსით არის დღემდე საბჭოთა სისტემა. ეს სისტემა გადმოიბარა ივანიშვილმა და ეს სისტემა არის დღესაც დასაშლელი. ზოგადად პრეზიდენტ სააკაშვილს სჩვევია ის, რომ მის გარშემო ყველამ სადღაც რაღაცა შეცდომა დაუშვა, გარდა საკუთარი თავისა. ეს ადამიანი ასე ოპერირებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც თავი მახსოვს სულ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.