ზურაბ ჯაფარიძე „შმაქსისტებისთვის“ პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს
ზურაბ ჯაფარიძე „შმაქსისტებისთვის“ პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა.

ჯაფარიძე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს განცხადებით მოუწოდებს, „შეწყდეს „შმაქსისტების“ უკანონო დევნა“ და გაუქმდეს ჯარიმები, რომელიც „შმაქსის“ მძღოლებს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა.

ზურა ჯაფარიძე შსს-ში „შმაქსის“ მძღოლებთან ერთად მივიდა. მანამდე მძღოლები და პარტიის წევრები აქციაზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით შსს-სკენ გადაინაცვლეს. „გირჩი“ და „შმაქსის“ მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ აქცია ტაქსების რეფორმის გაუქმების მოთხოვნით თბილისის მერიასთანაც გაიმართოს.